საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგ-კურსი თემაზე: „გერმანიისა და ევროკავშირის ენერგეტიკის სამართალი“

2024 წლის 2-5 სექტემბერს თსუ ევროკლუბის ორგანიზებით, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ-კურსი თემაზე - „გერმანიისა და ევროკავშირის ენერგეტიკის სამართალი“.

ტრენინგ-კურსს გაუძღვა დარგის სპეციალისტი, იენის უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ცენტრის მმართველი დირექტორი, პროფესორი მათიას კნაუფი.

ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 20-მე სტუდენტმა გაიღრმავა ცოდნა ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, კერძოდ, გაეცნო გერმანიის კანონმდებლობას, ევროკავშირში არსებულ რეგულაციებს, მიიღო ინფორმაცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კანონების შესახებ. ტრენინგ-კურსი ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

თარიღი: 13/09/2024